ჯანსაღი, ნოყიერი და გემრიელი - ისინი ნამდვილად მოგეწონებათ!
დაგჭირდებათ:
მწვანე წიწიბურას ყლორტები
ფინიკი
ლიმონის წვენი
ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
სანელებლები (დარიჩინი, კარდამონი, კოჭა და ა.შ.)
ნებისმიერი თესლი (მზესუმზირა, ყაყაჩო, სეზამი)
1) წიწიბურას ყლორტები ფინიკის მარცვლებთან ერთად ბლენდერში დააბლენდერეთ, გემოვნებით დაუმატეთ ლიმონის წვენი, სანელებლები, გახეხილი ცედრა და თესლი.
2) მიღებული ნარევი 1-1.5 სმ სისქის პერგამენტის ქაღალდზე მოათავსეთ, ან საშრობში, ან საცხობ ფორმაზე ღუმელში.
გაასწორეთ და დახაზეთ კვადრატები, მაგრამ ბოლომდე არ გადაუსვათ - ეს მოგვიანებით მის გატეხვას გაგიადვილებთ.
შეგიძლიათ ზემოდან ყაყაჩოს ან სეზამის მარცვლები მორთოთ.
3) გააშრეთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე; ზოგს უფრო მშრალი და ხრაშუნა მოსწონს, ზოგს კი უფრო რბილი.
ღუმელში გამოცხობას 4-6 საათი სჭირდება - ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ დაიწვას. კარგი იდეაა, 2-3 საათის შემდეგ გადააბრუნოთ.
საბოლოო შედეგი გემრიელია!
