ეს ისეთი სილამაზეა. საქმე მხოლოდ ბროწეულის მარცვლებით მორთულ ჩიზქეიქში კი არა, მასთან ერთად მორთულ საოცარ ნაყინშიც არის, რომლის გასინჯვაც, სხვათა შორის, უკვე მქონდა. საერთო ჯამში, ის ყველაზე ლამაზ და გემრიელ რესტორნის დესერტს ჰგავს.
ჩიზქეიქი
ჩიზქეიქის ცომისთვის:
კეშიუ - 1 ჭიქა;
ქოქოსის ზეთი - 1/4 ჭიქა;
აგავას ნექტარი - 2 სუფრის კოვზი;
ვანილის ექსტრაქტი - 2 ჩაის კოვზი;
მარილი - 1/4 ჩაის კოვზი;
ლიმონის წვენი - 2 ჩაის კოვზი.
ჯერ კეშიუ დაფქვით ფქვილის კონსისტენციამდე, შემდეგ, დარჩენილი ინგრედიენტების დამატების შემდეგ, კვლავ დაფქვით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩააწექით ტაფაზე და შედგით მაცივარში, სანამ შიგთავსს მოამზადებთ.
შიგთავსი:
კეშიუ - 3 ჭიქა (ორი საათის განმავლობაში დალბული);
ქოქოსის ზეთი - 1 ჭიქა;
ლიმონის წვენი - ½ ჭიქა;
ვანილის ექსტრაქტი - 2 სუფრის კოვზი;
აგავა - ¼ ჭიქა;
მარილი - ½ ჩაის კოვზი;
ბროწეულის წვენი - 1.5 ჭიქა;
ჭარხლის წვენი - ½ ჭიქა (სურვილისამებრ, გამოიყენება მხოლოდ მკვეთრი შეფერილობისთვის).
ყველაფერი ერთმანეთში მაღალ სიჩქარეზე აურიეთ. მზა ნარევი ნამცხვარს გადაასხით. შემდეგ საყინულეში მოათავსეთ გასამაგრებლად. ჩიზქეიქის გამაგრების შემდეგ, მაცივარში შედგით.
მანდარინის ნაყინისთვის დაგჭირდებათ:
კეშიუ - 2 ჭიქა;
ქოქოსის ზეთი - ½ ჭიქა;
აგავა - ¼ ჭიქა;
ვანილი - 1 ჩაის კოვზი;
ნუშის რძე - 3 ჭიქა;
მანდარინის წვენი - 1 ჭიქა;
მანდარინის ცედრა - 2 ჩაის კოვზი;
მარილი - მწიკვი.
ასევე გირჩევთ, დაუმატოთ მუსკატის კაკალი. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ კვების პროცესორში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნარევი ჩაასხით კონტეინერში და შედგით საყინულეში. მიტანის წინ, ნაყინის კოვზით ამოიღეთ ნარევი და გადაანაწილეთ ცალკეულ თეფშებზე. გქონდეთ ტკბილი და მხიარული ცხოვრება!
Wetgrinder.ru
