კაკაო და შავი შოკოლადი დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს შეიცავს. ამ აქტიურ ნივთიერებებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმის მეტაბოლიზმის შეცვლა და ოქსიდაციური სტრესისგან დაცვა. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მინიმუმ 70%-იანი კაკაოს შემცველი შოკოლადის ყოველდღიური მოხმარება დადებითად მოქმედებს იმუნურ ფუნქციაზე, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ლომა ლინდას უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კაკაო ხელს უწყობს T-უჯრედების აქტივაციაში ჩართული რამდენიმე უჯრედშიდა სასიგნალო გზის რეგულირებას. ეს უჯრედები მონაწილეობენ სპეციფიკურ იმუნურ პასუხებში. გარდა ამისა, მოხალისეებმა, რომლებიც ყოველდღიურად 48 გრამ შავ შოკოლადს მიირთმევდნენ, სულ რაღაც ერთ კვირაში გააუმჯობესეს სწავლისა და მეხსიერების ხარისხი. აღმოჩნდა, რომ შოკოლადი გავლენას ახდენს ნეირონულ სიგნალიზაციასთან დაკავშირებული გენების ექსპრესიაზე.
CacaoTree.ru
Wetgrinder.ru
