გამაგრილებელი უმი წვნიანი საზამთროს უჩვეულო კომბინაციით, ლაიმის, ჯანჯაფილის და პიტნის მჟავე ნოტებით.
მომზადებას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება. იდეალურია ზაფხულისთვის!
ინგრედიენტები:
5 ჭიქა უთესლო საზამთროს რბილობი.
4 ფინიკი კურკის გარეშე.
2 ჩაის კოვზი ახალი ჯანჯაფილი, წვრილად დაჭრილი.
50 მლ ლაიმის წვენი.
10 დიდი პიტნის ფოთოლი.
3/4 ჩაის კოვზი ზღვის მარილი.
10 ყინულის კუბიკი
მომზადების წესი:
1. მაღალსიჩქარიან ბლენდერში ან კვების პროცესორში 20 წამის განმავლობაში დააბლენდერეთ საზამთრო, ფინიკი, ჯანჯაფილი, ლაიმის წვენი, პიტნის ფოთლები, ზღვის მარილი და ყინული.
2. ჩაასხით სასერვირებელ თასებში და მიირთვით.
