გაყინული ცხელი შოკოლადის დამზადების რეცეპტი

    ამ რეცეპტში ცეცხლი და ყინული ერთდება, რათა გემრიელი ნეტარება მიიღოთ!

     

    ინგრედიენტები:

    120 გ შავი მელანჟური შოკოლადი, ნაჭრებად დატეხილი.

    1 სავსე ჩაის კოვზი ცხელი შოკოლადის ნაზავი ან დაფქული კაკაოს მარცვლები

    1 ჩაის კოვზი ლერწმის შაქარი

    1 1/2 ჭიქა რძე (მცენარეული რძეც შეიძლება)

    3-4 ჭიქა ყინულის კუბიკები

    ათქვეფილი ნაღების ტოპინგი (სურვილისამებრ).

     

    მომზადების წესი:

    გაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში 20 წამიანი ინტერვალებით ან ორმაგ ქვაბში.
    დაუმატეთ ცხელი შოკოლადის ნაზავი და შაქარი გამდნარ შოკოლადს და კარგად აურიეთ.
    თანდათანობით დაუმატეთ 1/2 ჭიქა რძე, ურიეთ სანამ არ შეერევა. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურამდე.
    მოათავსეთ მიღებული ნაზავი, დარჩენილი ჭიქა რძე და ყინულის კუბიკები ბლენდერში. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
    თუ ნაკლებად ტკბილი დესერტი გირჩევნიათ, დაამატეთ მეტი ყინული, ან კიდევ ერთი ჩაის კოვზი შაქარი ან ცხელი შოკოლადის ნაზავი, თუ უფრო ტკბილი გირჩევნიათ. 
    მიირთვით დაუყოვნებლივ, სურვილისამებრ, მოაყარეთ ათქვეფილი ნაღები და კაკაოს მარცვლები.

     

     

    ცხელი გაყინული შოკოლადი


    0