არაქისის ფენა:
- 1 ჭიქა ნატურალური, უმარილო არაქისის კარაქი,
- ¼ ჭიქა + 2 სუფრის კოვზი სუფთა ნეკერჩხლის სიროფი,
- ½ ჭიქა ქოქოსის ან ნუშის ფქვილი (თხილი შეგიძლიათ ბლენდერში დაფქვათ),
შოკოლადის ფენა:
- 1 ჭიქა შოკოლადის ჩიფსები ან კაკაოს მარცვლები,
- ½ ჭიქა უმარილო, ნატურალური არაქისის კარაქი.
მომზადების წესი:
დააფინეთ 20 სმ-იან კვადრატულ საცხობ ფორმას.
საშუალო ზომის თასში აურიეთ არაქისის კარაქის ფენისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი. ათქვიფეთ და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩაასხით და გაასწორეთ ეს ნარევი მომზადებულ საცხობ ფორმაში რეზინის სპატულის გამოყენებით.
მოამზადეთ შოკოლადის კრემი: მოათავსეთ შოკოლადის ფენისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი საშუალო ზომის, მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებელ თასში. გააცხელეთ სანამ შოკოლადი არ დარბილდება. აურიეთ, შემდეგ კვლავ გააცხელეთ. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაასხით შოკოლადის ნარევი არაქისის კარაქის ფენას. გაასწორეთ ფენა რეზინის სპატულით.
მოათავსეთ ნამცხვარი საყინულეში. გააჩერეთ 45-60 წუთი, ან სანამ არ გამაგრდება. გამოიღეთ საყინულედან და დაჭერით კვადრატებად.
გემრიელად მიირთვით!
