ინგრედიენტები
ნამცხვრის ორი ფენისთვის:
- 250 გ თხილი;
- 200 გ გარგარის ჩირი;
- 3-4 სუფრის კოვზი თაფლი;
კრემისთვის:
- 1 ჭიქა კეშიუ (უფრო კრემისებრი ტექსტურისთვის წინასწარ დაალბეთ 4 საათის განმავლობაში);
- 5 ფინიკი;
- 1-2 სუფრის კოვზი თაფლი;
- 5 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელები
- 3-4 სუფრის კოვზი ვეგანური რძე
კრემი: კარგად ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ერთგვაროვანი და კრემისებური მასის მიღებამდე.
ნამცხვრის ფენები: ბლენდერში ათქვიფეთ გარგარის ჩირი და თხილი. მიღებულ ცომს დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. გააკეთეთ ნამცხვრის 2 ფენა. ორივე ფენას წაუსვით კრემი. მზა ნამცხვარს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები და მორთეთ კეშიუთი.