ოხრახუშისა და კეშიუს სუში

     

    ასეთი საყვარელი და ჯანსაღი საჭმელი ნებისმიერი დღისთვის - ოხრახუშისა და კეშიუს სუში, გახვეული თხლად დაჭრილ კიტრში. ზემოდან მოაყარეთ მწიფე ავოკადოს ნაჭერი. 

    ინგრედიენტები: 
    1/2 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში 
    1/4 ჭიქა უმი კეშიუ 
    ½ ფურცელი უმი ნორი 
    1 კიტრი 
    ½ ავოკადო 
    მომზადების წესი: 
    გაფცქვენით კიტრი. 
    ბასრი დანის გამოყენებით, კიტრი სიგრძეზე დაჭერით თხელ „ლენტებად“. 
    მოათავსეთ ოხრახუში, კეშიუ და ნორი კვების პროცესორში და დაამუშავეთ ბრინჯის კონსისტენციის მიღებამდე. 
    კიტრის ლენტის ცენტრში გაანაწილეთ კეშიუ-ოხრახუშის ნარევის ერთი სუფრის კოვზი, თითოეულ ბოლოში ცოტა ადგილი დატოვეთ. 
    კიტრი სუშის რულეტივით გააბრტყელეთ, ზემოდან ავოკადოს ნაჭერი მოაყარეთ და გემრიელად მიირთვით! 

    Wetgrinder.ru 

     


    0