თხილი ან თესლი დაალბეთ წყალში მთელი ღამით. გადაწურეთ და დილით ჩამოიბანეთ. თხილი მოათავსეთ Premier Xpress Ruby ბლენდერში და დააბლენდერეთ წყალთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მაწონიან პარკში და ჩამოკიდეთ, რომ წყალი გადაწუროს. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 8-12 საათის განმავლობაში. ყველი გადაიტანეთ თასში და შეურიეთ თქვენს საყვარელ სანელებლებს. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში დახურულ კონტეინერში 7 დღემდე. ყველის არომატის მისაცემად შეგიძლიათ დაამატოთ შემდეგი ინგრედიენტების ნებისმიერი კომბინაცია: ნიორი, ლიმონის წვენი, დაჭრილი ახალი ქინძი, სოიოს სოუსი, ახალი და გამომშრალი ოხრახუში, ახალი ან გამომშრალი კამა, ჩირი პომიდორი, დაჭრილი ხახვი, რეჰანი, ზეითუნის ზეთი და ზღვის მარილი. გემრიელად მიირთვით!
