შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ სადღესასწაულო სუფრის მორთვაში სააღდგომო კერძით. ეს კულიჩი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ გაცილებით ჯანსაღიც, ვიდრე ტრადიციული ვერსია!
ინგრედიენტები:
ნუში — 200 გ
ნიგოზი — 100 გ
სეზამი — 50 გ
სელის თესლი — 50 გ
გარგარის ჩირი — 100 გ
ქიშმიში — 100 გ
გოგრა — 200 გ
ფინიკი — 150 გ
ფორთოხალი — 2 ცალი
დაფქული დარიჩინი — 1 ჩაის კოვზი
დაფქული მუსკატის კაკალი — 1/2 ჩაის კოვზი
კარდამონი — 1/2 ჩაის კოვზი
მომზადების წესი:
1. ნუში, სეზამის მარცვლები, სელი და ნიგოზი ბლენდერში დაფქვით ფქვილის მიღებამდე. დაუმატეთ სანელებლები (დარიჩინი, მუსკატის კაკალი და კარდამონი) და მშრალი ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
2. გოგრა საშუალო ზომის სახეხით გახეხეთ ცომში, დაუმატეთ ქიშმიში.
3. ფორთოხლის ცედრა გახეხეთ და ცომში ჩაყარეთ.
4. ფინიკი და ჩირი დაფქვით პასტად და დაუმატეთ 1 ფორთოხლის წვენი.
5. მშრალი ცომი ხილის პიურეს შეურიეთ. კულიჩი სველი ხელებით გააკეთეთ ან ფორმაში ჩააწექით, საკვები ცელოფნით დააფარეთ.
6. გააგრილეთ მაცივარში და მორთეთ ყაყაჩოს თესლით ან ნუშის ფანტელებით.
გემრიელად მიირთვით!
