როგორ მოვამზადოთ უმი ყაბაყისა და სტაფილოს ნაჩოსი სახლში
მარტივი რეცეპტი, რთული ხრიკების გარეშე და მხოლოდ ნატურალური, ჯანსაღი ინგრედიენტებით, რაც საშუალებას გაძლევთ, წუთებში მოამზადოთ გემრიელი ნაჩოსი. თავისუფლად ექსპერიმენტი ჩაატარეთ ინგრედიენტებთან და დაამატეთ თქვენი საყვარელი ბოსტნეული და სანელებლები, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
ინგრედიენტები:
1 ყაბაყი, გაფცქვნილი და თხლად დაჭრილი.
1 სტაფილო, გაფცქვნილი და თხლად დაჭრილი.
ყველის სოუსი:
1/2 ცალი — დიდი წითელი წიწაკა.
100 გ — კეშიუ.
მწვანე ხახვი.
2 სუფრის კოვზი — ტაჰინი (სეზამის პასტა).
2 სუფრის კოვზი — ლიმონის წვენი.
1 სუფრის კოვზი — საკვები საფუარი.
მწიკვი ჰიმალაის მარილი.
3/4 ჩაის კოვზი — დაფქული წითელი წიწაკა.
1-2 სუფრის კოვზი წყალი, სურვილისამებრ.
მომზადების წესი:
1. ბლენდერში მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ წყლის გარდა ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ უფრო თხელი კონსისტენცია გსურთ, დაამატეთ წყალი.
2. სტაფილოსა და ყაბაყის რგოლები ბრტყელ თეფშზე დაალაგეთ. თითოეულ წრეს კოვზით წაუსვით სოუსი.
Wetgrinder.ru
