ძირი:
- 200 გ თეთრი გაფცქვნილი ნუში;
- 4 ს.კ. თაფლი;
ყველის ნარევი:
- 100 გ კეშიუ;
- 2-3 სუფრის კოვზი თაფლი;
- 1 პატარა მარწყვი;
- 3 სუფრის კოვზი ნუშის ფანტელები
ძირი: ნუში ბლენდერში დაფქვით ფქვილში, დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. საცხობ ფორმას დააფინეთ საკვები ცელოფანი და მიღებული ძირი გადაანაწილეთ ნამცხვრის ფენაზე.
ჩიზქეიქი: კეშიუ ბლენდერში დაფქვით ფქვილის მიღებამდე. მარწყვი და თაფლი ბლენდერში ათქვიფეთ დაფქულ კეშიუსთან ერთად ერთგვაროვანი და კრემისებური მასის მიღებამდე.
ჩიზქეიქის ნარევი გადაანაწილეთ ნამცხვრის ფენაზე და მოსართავად მოაყარეთ ნუშის ფანტელები.
მზა ნამცხვარი გაყინეთ 3-4 საათის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ საკვები ცელოფნიდან და მიირთვით. გემრიელად მიირთვით!
