გოგრის ცხელი შოკოლადი დარიჩინითა და ზეფირით

    რას ისურვებდით თოვლიან ნოემბრის საღამოს? სითბო და კომფორტი, რა თქმა უნდა! რბილი მუსიკა, თბილი საბანი და გემრიელი, გამათბობელი სასმელი დაგეხმარებათ მათ შექმნაში. მაგალითად, გოგრის ცხელი შოკოლადი, რომლის რეცეპტიც გვინდა გაგიზიაროთ.

    ინგრედიენტები: 
    250 მლ მცენარეული რძე, 
    15 გ კაკაოს მასა, 
    2 სუფრის კოვზი გოგრის პიურე, 
    1 ჩაის კოვზი ლერწმის შაქარი,
    მწიკვი დარიჩინი, 
    მარშმელოუ გემოვნებით და სურვილისამებრ.

    მომზადების წესი: 
    კაკაოს მასა წვრილად დაჭერით დანით. რძე გააცხელეთ ადუღებამდე. დაუმატეთ კაკაო, დარიჩინი და შაქარი. გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ კაკაო მთლიანად არ გაიხსნება რძეში. დაუმატეთ გოგრის პიურე, ურიეთ. ჩაასხით სასმელი ფინჯანში, მოაყარეთ მარშმელოუ და ისიამოვნეთ!

    CacaoTree.ru

     


    0