ვეგანური / პიტნის შოკოლადის ნაყინი მატჩას ჩაისთან ერთად

    მატჩა ახლა პოპულარობის პიკშია! ეს სასწაულმოქმედი ფხვნილი გამოიყენება ნამცხვრებში, კანფეტებში, შოკოლადში, სმუზიში და ნაყინშიც კი! და ის იდეალურია ყველაფრისთვის. რა არის მისი წარმოუდგენელი პოპულარობის საიდუმლო? იაპონური მატჩას ჩაის ფხვნილი ახალი თაობის სუპერსაკვებია. ის სავსეა ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით და მიკროელემენტებით. ამ ყველაფრის გარდა, მატჩა იმუნური სისტემის გამაძლიერებელი და ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რაც ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარება. ის ენერგიას გმატებთ, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ენერგიის მოზღვავებას გაძლევთ - განა ეს სასწაული არ არის?!

     

    დაგჭირდებათ:

    -100 გ უმი კეშიუ, ღამით ცივ წყალში დალბული

    -175 მლ წყალი

    -125 გ ორგანული პალმის ან ლერწმის შაქარი

    -2 პატარა კონა ახალი პიტნა (ყველა ფოთოლი მოაჭერით)

    -1 ქილა (400 მლ) ქოქოსის რძე

    -1 სუფრის კოვზი კარგი ხარისხის მატჩას ფხვნილი

    -1 მწიკვი მარილი

    -5-8 წვეთი პიტნის ექსტრაქტი უფრო ძლიერი არომატისთვის

    -1/4 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა ქლორელა

    -1/2 ჭიქა უხეშად გახეხილი მუქი ფერის პიტნა შოკოლადი

     

    პატარა ქვაბში გააცხელეთ წყალი და შაქარი. ურიეთ სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება. დაუმატეთ პიტნის ფოთლები და დაუწიეთ ცეცხლს. ხარშეთ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 5 წუთი. გადაწურეთ არომატული სიროფი ძალიან წვრილ საწურში და გააცივეთ.

     

    ბლენდერში დააპურეთ კეშიუ და ქოქოსის რძე ერთგვაროვანი და აბრეშუმისებრი მასის მიღებამდე. დაასხით გაციებული პიტნის სიროფი და კვლავ ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მატჩას ფხვნილი, ქლორელა, მარილი და პიტნის ექსტრაქტი. ყველაფერი ათქვიფეთ ყველაზე დაბალ სიჩქარეზე.

     

    შოკოლადის ჩიფსების ნახევარი გადაანაწილეთ ნაყინის ფორმებში. შემდეგ ჩაასხით ნაყინი. გაყინეთ ნაყინი 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაყინში ჩადეთ ნაყინის ჩხირები და ფორმების თავზე ოდნავ მოაყარეთ შოკოლადი. დააბრუნეთ ნაყინი საყინულეში მინიმუმ 2 საათით.

     

    მიირთვით ნაყინი შოკოლადის, მატჩას ფხვნილისა და პიტნის ფოთლების მოყრით.

     

    გემრიელად მიირთვით!

     


    0