ვეგანური ბროკოლის ბურთულები

    გემრიელი უმი ბროკოლის ბურთულები იდეალურია გარნირად ან მადისაღმძვრელად, თქვენს საყვარელ სოუსში ამოვლებული. ამ კერძის მირთმევის ორი გზა არსებობს: მომზადებისთანავე, როდესაც ბურთულებს ტენიანი ტექსტურა ექნებათ, ან ღუმელში გამომშრალი უფრო ხრაშუნა ბურთულებისთვის - ვეგანური ვარიანტი. 


    ასევე შეგიძლიათ ბურთულების ნაჭრებად დაჭრათ და 5-7 საათის განმავლობაში საშრობში გააშროთ - შედეგად მიიღებთ გემრიელ და ჯანსაღ მწვანე პურს, რომელსაც ზემოდან შეგიძლიათ დაადოთ პომიდვრის ან ავოკადოს ნაჭერი, ან წაუსვათ სოუსი ან გუაკამოლე. 

    ბროკოლი ცნობილია მრავალი სასარგებლო ვიტამინისა და მინერალის შემცველობით, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, აძლიერებს ძვლებს და სულფორაფანი, რომელიც უმი ბროკოლის მონელების დროს გამოიყოფა, ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას. ბროკოლი განსაკუთრებით კარგია ბავშვებისთვის. ეს გემრიელი ბოსტნეულის ჭამა ყოველდღე შეიძლება. 

    ინგრედიენტები: 

    300 გ - უმი ბროკოლი, დაყოფილი ყვავილედებად. 
    300 გ - კეშიუ. 
    50 გ - ხახვი, წვრილად დაჭრილი. 
    2 კბილი ნიორი, გახეხილი, დაპრესილი ან წვრილად დაჭრილი. 
    ნახევარი ხალაპენიო წიწაკა, დაჭრილი. 
    50 გ - საკვები საფუარი. 
    1/2 ჩაის კოვზი ვარდისფერი ჰიმალაის მარილი. 

    მომზადების წესი: 

    1. კეშიუ და ბროკოლი მოათავსეთ კვების პროცესორში და დაჭერით პატარა ნაჭრებად. 
    2. ნარევს დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ათქვიფეთ პასტისებრი კონსისტენციის მიღებამდე. 
    3. გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილი. 
    4. ჩაის კოვზით აიღეთ პასტის ნაწილი და მუშტში გააკეთეთ ბურთი, მჭიდროდ მოუჭირეთ ხელს, შემდეგ კი თითებით მიეცით ბურთის ფორმა. 
    5. მზა ბურთულები მოათავსეთ თეფშზე და მიირთვით გარნირად ან მადისაღმძვრელად. 
    6. თუ გსურთ ხრაშუნა ბურთულები, მოათავსეთ ისინი მავთულხლართებიან სადგამზე უჯრასთან ერთად, რათა გაშრობის პროცესში ზედმეტი ტენიანობა გამოვიდეს. გააშრეთ 50 გრადუს ცელსიუსზე დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

    Wetgrinder.ru

     


    0