ინგრედიენტები:
სოუსი:
ჟოლო - 50 გ, დაჭრილი
კაკაოს კარაქი - 150 გ
კრემი:
კეშიუ - 380 გ
თაფლი - 180 გ
კაკაოს კარაქი - 180 გ
წყალი - 260 მლ
ლიმონის წვენი - 20 მლ
შავი მოცხარი - 150 გ, ახალი ან გაყინული
ცომი:
ნუში - 70 გ
გოგრის თესლი - 70 გ
ფინიკი - 60 გ
მომზადების წესი:
ნამცხვრისთვის: ბლენდერში დააბლენდერეთ ნუში, გოგრის თესლი და ფინიკი. ნარევი თანაბრად გაანაწილეთ ტაფაზე.
კრემისთვის: ბლენდერში ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნამცხვარს წაუსვით 300 გრამი კრემი. მორთეთ მოცხარით და შედგით საყინულეში 20 წუთის განმავლობაში.
დარჩენილ კრემის დაუმატეთ 50 გრამი მოცხარი და კარგად ათქვიფეთ. მზა ნამცხვარი გამოიღეთ საყინულედან და ზემოდან წაუსვით კრემის კიდევ ერთი ფენა, გაასწორეთ და კვლავ გაყინეთ მთელი ღამით.
სოუსისთვის: ინგრედიენტები ბლენდერში დააბლენდერეთ და მზა ნამცხვარს მოასხით სოუსი.
Wetgrinder.ru
